სერხიო ბუსკეტსი: ნელ-ნელა მოვუმატებთ
ახალ მწვრთნელთან ერთად სადებიუტო თამაშის მოგების შემდეგ, კომენტარი "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერხიო ბუსკეტსმა გააკეთა.
"კარგი შეგრძნებები გვაქვს, რადგან სოლიდურად გამოვიყურებოდით დაცვაშიც და შეტევაშიც. ბურთს ვაკონტროლებდით, ვცდილობდით შეთამაშებული ფეხბურთი გვეჩვენებინა და ეს გამოგვივიდა.
მეტოქე ძალიან სიღრმიდან თამაშობდა და ბოლო პასის გაკეთება ჭირდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვართ, რომ ნელ-ნელა ზრდას განვაგრძობთ." - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Sport.
სერხიოს კითხვა ერნესტო ვალვერდესა და კიკე სეტიენის შედარებაზეც დაუსვეს: "ისინი ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ. ყველა მწვრთნელს თავისი სტილი და ფეხბურთის ხედვა აქვს. თავად შეგიძლიათ ნახოთ, რას ითხოვს ახალი მწვრთნელი ჩვენგან. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ერნესტო აკეთებდა და იმითაც, რასაც სეტიენი აკეთებს.
ხელმძღვანელობას ცვლილება სურდა და იმედი გვაქვს, ეს პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს. ყველა ტიტულის მოგება ჯერ კიდევ შეგვიძლია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]