ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

პეპ გვარდიოლას გუნდმა ფაქტიურად უკვე მოიპოვა კოპა დელ რეის ფინალის საგზური. მათ გუშინ ”კამპ ნოუზე” უმასპინძლეს ”ალმერიას” და დაამარცხეს, ანგარიშით 5:0. თუმცა, ფეხბურთელებს კარგად ახსოვთ გასულ კვირას ”ბეტისის” მიერ ჩატარებული გაკვეთილი.

ხავიერ მასკერანო:

აღნიშნული შედეგით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ორთაბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა მოხდა გასულ კვირას ”ბეტისთან” მატჩში. უნდა გავაგრძელოთ ისეთივე ინტენსივობით თამაში, როგორც დღეს.”

სეიდუ კეიტა:

”ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები და ეს ძალიან მარტივია ასეთი შესანიშნავი თანაგუნდელების გვერდით. მე შარშანდელთან შედარებით ნაკლები სათამაშო დრო მაქვს, მაგრამ მთავარია გუნდი. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ფინალში. მე მსურს კოპას მოგება.”

ანდრეს ინიესტა:

”ყველაზე სასიამოვნო იმის ყურებაა, რომ თითოეული ჩვენთაგანი თავის მაქსიმუმს აჩვენებს. გუნდმა კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა, როგორც თავდასხმის კუთხით, ასევე დაცვის. ცალი ფეხით ფინალში ვართ, მაგრამ ”ბეტისთან” მატჩის შემდეგ ვიცით, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.”

”პედრო თავისი თამაშით აღფრთოვანებას იწვევს. ის შესანიშნავ სეზონს ატარებს. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ მას უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია.”

დავიდ ვილია:

ძალიან ბედნიერები ვართ შედეგით. მისია შესრულებულია პირველ მატჩში. საპასუხო შეხვედრაში ჩვენი უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ. შედეგი 5:0 ყველას ძალიან გვახარებს. რაც მთავარია, ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს თამაში.”

ხოსე მანუელ პინტო:

”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარი მშრალად შევინახეთ. ეს ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა. ხშირია მოულოდნელობები. რაც ”ბეტისთან” მატჩში მოხდა, ძალიან კარგი გაკვეთილი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის.”

პედრო როდრიგესი:

”ფინალი მადრიდის ”რეალის” წინააღმედ ძალიან კარგი იქნება.”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.