"ბარსას" სამიზნე "ლაიპციგში" გადადის

"ბარსას" სამიზნე "ლაიპციგში" გადადის

ზაგრების "დინამოს" ესპანელი ლიდერი დანი ოლმო გერმანულ "ლაიპციგში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ამ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო და ხორვატული Sportske Novosti ავრცელებენ.

ოლმო, რომელიც "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, კატალონიური გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო და "ბლაუგრანაში" დაბრუნების სურვილს თავად 21 წლის შემტევიც გამოთქვამდა. თუმცა, ლუის სუარესის ტრავმამ "ბარსას" გეგმები შეცვალა და ახლა კლუბი იძულებულია ცენტრფორვარდის დამატებაზე იზრუნოს.

ოლმოს, აქამდე, "მილანს" უკავშირებდნენ, მაგრამ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ახლა ის "ლაიპციგში" გადასვლასთანაა ძალიან ახლოს. გერმანელები მასში 28 მილიონ ევროს გადაიხდიან, ბონუსების სახით კი 11 მილიონი იქნება გათვალისწინებული.

ხორვატული Sportske Novosti-ს ინფორმაციით, ოლმომ "დინამოს" ბაზა უკვე დატოვა და ის გერმანიაში დღეს საღამოს გაემგზავრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 24 იანვარი 2020 00:52
    1
    ციტატა: MALUMA
    როდრიგოს აგენტი ბარსელონაში ყოფილა იმედია ყიდვით თუ არა იჯარით მაინც აიყვანენ ელ პისტოლეტოს დაბრუნებამდე გაგვაძლიერებს!


    მაგიt გადზლიერებული გუნდის დედა კი ვატირე.
    Culé [?]
    #5 23 იანვარი 2020 18:09
    0
    აუ გასწორეთ ეგ მიზანი და ვინც საჭიროა ის მოიყვანეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 იანვარი 2020 17:44
    5
    აუ ვერნერი მოიყვენეთ რაა უმაგრესი ბიჭიაგოლებიც ბლომად გააქვს და ტექნიკურიცაა ზუსტად ეგეთი მოძრავი ცემტრი გვჭირდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 23 იანვარი 2020 17:36
    1
    ციტატა: ferreira10
    ციტატა: Visca el barca
    Обамеянг готов перейти в «Барсу» и одобрил переговоры с «Арсеналом»
    Источник — Mundo Deportivo

    არსებული ვარინტებიდა ყველაზე ნაღდი ეს არის.

    ნუ ხო, მეტიც, 30 წლისაა მარა არ ეტყობა ასაკი ვაფშ, დარბის ბევრს და იტანს ბლომად.
    ferreira10
    სტუმარი [?]
    #2 23 იანვარი 2020 17:26
    0
    ციტატა: Visca el barca
    Обамеянг готов перейти в «Барсу» и одобрил переговоры с «Арсеналом»
    Источник — Mundo Deportivo

    არსებული ვარინტებიდა ყველაზე ნაღდი ეს არის.
    Culé [?]
    #1 23 იანვარი 2020 17:21
    0
    Обамеянг готов перейти в «Барсу» и одобрил переговоры с «Арсеналом»
    Источник — Mundo Deportivo