ფრენკი დე იონგი: ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა
ფრენკი დე იონგის ამსტერდამის "აიაქსიდან" "ბარსელონაში" გადმოსვლიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა (ჰოლანდიელი გუნდს რამდენიმე თვის შემდეგ შეუერთდა). ახალგაზრდა ნახევარმცველმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ უკვე იქცა, Nike-ის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე კატალონიური გუნდის გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
"აიაქსი" და "ბარსელონა" წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ახლოს იყვნენ. მაშინ ჩვენ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ძალიან გვინდა, წელს იგივე არ მოხდეს.
ვეცდები, ამის თქმის დროს სიფრთხილე გამოვიჩინო, მაგრამ მგონი ყველასთვის ნათელია, რომ ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს. ლა ლიგა და კოპაც გვინდა, მაგრამ ერთის არჩევას რომ მთხოვდნენ, უპირატესობას ჩემპიონთა ლიგას მივანიჭებდი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა". - თქვა დე იონგმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]