ვიგო:"პედროს გოლი "ბარსელონას"ტრიუმფის განმსაზღვრელი იყო"

ვიგო:"პედროს გოლი "ბარსელონას"ტრიუმფის განმსაზღვრელი იყო"

როგორც იცით, გუშინ გაიმართა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის მატჩი, რომელშიც ალიკენტეს "ერკულესმა"კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშით 0:3 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, ალიკანტეს კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ესტებან ვიგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პედროს გოლი იყო "ბარსელონას" ყველაზე სახიფათო შეტევა მთელს პირველ ტაიმში.

"მე ვფიქრობ, რომ პედროს მიერ გატანილი გოლი ტაიმის მიწურულს, ერთადერთი სახიფათო შეტევა იყო პირველ ნახევარში. სამწუხაროდ შესვენების შემდეგაც ვერ შევძელით თამაშის სადავების ხელში ჩაგდება. ეს იყო იმის შედეგად, რომ მეორე ტაიმში შეიცვალა თამაშის რიტმი. თუმცა მე მინდა აღვნიშნო, რომ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. როდესაც მესიმ მეორე გოლი გაიტანა ჩვენ თამაში დავთმეთ. გარდა ამისა შეხვედრის წინ მე ხაზგასმით განვაცხადე, რომ ჩვენ ვეთამაშებოდით მსოფლიოში საუკეთესო კლუბს."-განაცხადა ესტებან ვიგომ "MARCA"-თან ინტერვიუში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.