პედროს ტრავმა აქვს

პედროს ტრავმა აქვს

გუშინ გაიმართა ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის გათამაშება, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ”სევილია” და ”ბარსელონა”. თამაშის პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ანდალუსიელები წარმატებით იყენებდნენ კონტრ-შეტევების შესაძლებლობებს. ერთ-ერთი ასეთი შეტევა კი გატანილი გოლით დასრულდა.

საერთო ჯამში მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. თუმცა კატალონიურ მხარეს 1 ქულის მოპოვება საკმაოდ ძვირი დაუჯდა. თამაშის დაწყებიდან 13-ე წუთზე პეპ გვარდიოლა იძულებული გახდა მოედნიდან გამოეყვანა პედრო როდრიგესი, რომელმაც მწვავე ტკივილი იგრძნო მუცლის არეში. როგორც მოგვიანებით გვარდიოლამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ბოლო პერიოდის განმავლობაში პედროს აწუხებდა ტკივილები, რომელიც ”არსენალთან” მატჩის შემდეგ განსაკუთრებულად გაძლიერდა. ”ბარსას” 17 ნომერი ბოიან კრკიჩმა შეცვალა. ალვეშის შესანიშნავი თამაშისა და ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, სწორედ კრკიჩმა გაიტანა გოლი ანდალუსიელთა კარში.

გარდა ამისა, პირველი ტაიმის მიწურულს ლეო მესი ”სევილიელთა” მეკარეს, ვარასს შეეჯახა და ცხადია, რომ ფეხში ძლიერი ტკივილები იგრძნო. ფეხბურთელები ერთმანეთს მუხლებით დაეჯახნენ, მაგრამ მესიმ თამაშის გაგრძელება შეძლო.

კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რომელმაც დაზიანება მიიღო არის დანი ალვესი. მან თამაშის განმავლობაში კოჭი დაიზიანა, თუმცა მესის მსგავსად მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ფეხბურთელებს დეტალური გამოკვლევა დღეს ჩაუტარდებათ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.