ნასრი ''ბარსასთან'' საეჭვოა

ნასრი ''ბარსასთან'' საეჭვოა

ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე სულ ცოტა დრო დარჩა, მაგრამ ''ბარსას'' კონკურენტის, ლონდონის ''არსენალის'' ბანაკიდან უკვე მოდის ცუდი ინფორმაცია. როგორც The Guardian იუწყება, საფრანგეთის ნაკრებისა და ''მეთოფეთა'' ლიდერი, სამირ ნასრი ტრამვირებულია და შესაძლოა 16 თებერვალს, ლონდონური მატჩი გამოტოვოს. ფრანგმა ტრავმა ინგლისის თასზე, ''ჰადერსფილდთან'' მატჩის დროს მიიღო და მოედნის დატოვება 33–ე წუთზე მოუწია. 

წინასწარი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ექიმები ვარაუდობენ, რომ ამ ტრავმის მოშუშებას დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება. ნასრის დაკვარგვა ''არსენალისთვის'' უდიდეს დარტყმას წარმოადგენს, რადგან წელს სამირი ფანტასტიკურად ათამაშდა და ლონდონური გუნდის ერთ–ერთი ლიდერია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.