”ერკულესი” - ”ბარსელონა”. შეფასებები
”barcamania.com” გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს და მათი თამაშის ანალიზს.
ვალდესი - 7.0
რამდენიმე სახიფათო მომენტი, მინიმალური დარტყმები, მინიმალური შეწუხება.
პიკე - 6.5
პიკემ ნორმალური მატჩი ჩაატარა. მინიმალური შეცდომები გადაცემებში, მაგრამ ვალდესი - ტრეზეგეს მომენტი, როცა ”ერკულესს” დაწინაურება შეეძლო აშკარად მის კისერზეა.
აბიდალი - 7.0
აბიდალი, რომელიც ცენტრში თამაშიბდა მონაწილეა ვალდესი - ტრეზეგეს მომენტის, მაგრამ მისი მხეცური ფორმის და თავდადებული თამაშის გამო 7 ქულაზე ნაკლების დაწერა არ შეიძლება.
ალვეში - 6.5
ბრაზილიელმა, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა უცხო ფეხბურთი გვაჩვენა. უახლოეს მატჩებში ის ფორმას აღიდგენს და უაზრო გადაცემებს აღარ გააკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში საგოლე გადაცემის ავტორი გახდა, რაც დადებითად იმოქმედებს მასზე.
მაქსველი - 7.0
თეთრი ბრაზილიელი ყოველ დღე უკეთესად თამაშობს. უფრო მეტი სანახაობა მის მოქმედებაში, მეტი აგრესია როგორც საკუთარ, ასევე მოწინააღმდეგის კარებთან. თუკი ასე გააგრძელებს კლუბში დიდი ხნით დარჩება და მეტი სათამაშო დროც ექნება.
ბუსკეტსი 6.5
საკუთარი თამაშით ”ერკულესი” კაცნაკლული დატოვა, რაც მატჩის გადამწყვეტი მომენტი გახდა. მესის ”თითქმის საგოლე” გადაცემა მისცა, კარგად მოქმედებდა ბურთის ართმევისას.
ჩავი - 6.5
ჩაიწერა საგოლე გადაცემა და რამდენიმე სახიფათო დარტყმა. მოწინააღმდეგის თამაშმა საშუალება არ მისცა უფრო სწრაფი შეტევები განეხორციელებინა და გაეკეთებინა გენიალური გადაცემები.
ინიესტა - 6.0
ცდილობდა შეტევები წამოეწყო, მოქმედებდა მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვეს. მოწინააღმდეგის კარგმა თამაშმა ჩავის მსგავსად ისიც შეზღუდა.
პედრო - 7.0
უკვე მერამდენე მატჩია ერთ-ერთი საუკეთესოა მოედანზე. გაიტანა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი, ასევე თავი მონდომებით დაგვამახსოვრა, რაც გუნდის მე-9 ნომერს არ აქვს.
მესი - 7.5
მატჩის საუკეთესო მოთამაშე. შეასრულა დუბლი, მოქმედებდა შეტევის ყველა მხარეს, ასევე მოედნის სიღრმეში, ცდილობდა თამაშისთვის მეტი სისწრაფე მიეცა.
ვილია - 6.0
განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. მოკლედ რომ ვთქვათ ვილიას დღე არ იყო.
გვარდიოლა - 6.5
ასეთ მატჩებში იგება ჩემპიონატი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]