”ბარსელონა” - ”რასინგი”. შეფასებები
barcamania.com გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს მათი თამაშის ანალიზს.
ვალდესი - 7.0
ამ თამაშში ვალდესს მუშაობა მოუწია. ვიქტორმა რამდენიმე კარგი ბურთი აიღო და გუნდი გოლისგან გადაარჩინა. ასე გაგრძელე ვიქტორ!
ადრიანო - 5.0
გაუგებარი ფიგურა - ცდილობდა ბევრს, მაგრამ მხოლოდ ცდით შორს ვერ წახვალ. მის აქტივში ჩაიწერა შეტევაში ჩართვები, ასევე გოლის გატანის შანსი. მისი შეცდომის გამო პირველ ტაიმში ადრიანს გოლის გატანის შანსი მიეცა და უნდა გაეტანა კიდეც, მაგრამ ვალდესმა იყოჩაღა.
პუიოლი - 5.5
კაპიტანის პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო - კარლესი თითქმის გაუვალი იყო, გოლის გატანაც შეეძლო. ორჯერ როსენბერგი და ადრიანი გაექცა, რამაც ორი ძალიან სახიფათო შეტევა გამოიწვია. ორი მომენტი ძალიან ბევრია.
აბიდალი - 6.0
კარგი მატჩი ერიკის შესრულებით. თუმცა ცენტრში თამაში მას ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევს, რათა შეტევაში წავიდეს და გოლები გაიტანოს.
მაქსველი - 6.0
განსაკუთრებული ჩავარდნები დაცვაში არ ქონდა, აქტიურად ერთვებოდა შეტევაში. აკეთებდა გამჭოლ გადაცემებს, თუმცა სულ მცირე უზუსტობების გამო არცერთი მათგანი გოლით არ დასრულდა.
ბუსკეტსი - 6.5
როგორც ყოველთვის ძალიან მშვიდი, უემოციო. თამაში ბარათის გარეშე დაასრულა. ასე გააგრძელე სერხიო!
ჩავი - 6.5
დაბადების დღეს გილოცავთ კრეუს!
ინიესტა - 8.0
საუკეთესო მოედანზე. ბევრს მონაწილეობდა შეტევაში, მესამე გოლის ავტორი. ხშირი თამაში ტრავმების გარეშე თვალნათლივ ანდრესის სასარგებლოდ მოქმედებს. იმედია ტრავმები მომავალშიც გვერდს აუვლის დონ ანდრესს. ხოლო ”ბალონდეორის” მოგებას კიდევ მოახერხებს.
პედრო - 7.5
ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე. გაიტანა გოლი, გააკეთა საგოლე გადაცემა.
მესი - 7.5
ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე. გაიტანა გოლი, გააკეთა საგოლე გადაცემა.
ვილია - 7.5
მოიპოვა პენალტი. ბევრს ცდილობდა, ურტყამდა კარებში. არაუშავს, გოლებს მერეც გაიტანს.
პიკე - 6.0
წყნარი, თავდაჯერებული. უხეში მოცელვების და ხელით თამაშის გარეშე.
კეიტა - 6.0
მუშამ კარგად იმუშავა.
ბოიანი - შეფასების გარეშე
გვარდიოლა - 6.5
განსაკუთრებული პრეტენზიები არ გვაქვს. ნახევარი ქულა აფელაის არგამოშვების გამო დააკლდა, ხოლო კიდევ ერთი ნახევარი ქულა ”რასინგის” მწვრთნელთან შეჯიბრში ”უფრო ლამაზი შარფის” წაგების გამო დააკლდა.
p.s. წინ ”ალმერია” გველის. მთავარია ჩავის დაბადების დღეზე ბევრი არ დალიოთ. ჩვენ ფინალი გვჭირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]