ივან რაკიტიჩის ჩინეთში ტრანსფერი გამოირიცხა

ივან რაკიტიჩის ჩინეთში ტრანსფერი გამოირიცხა

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ჩინური კლუბი, რომლის სახელიც გახმაურებული არაა, "ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა.

ხორვატ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურ კლუბიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ. ცნობილია, რომ 32 წლის შუახაზელს ჩინეთში გადაბარგების სურვილი არ აქვს. ბოლო ინფორმაციით, რაკიტიჩს რამდენიმე მსურველი ჰყავს, თუმცა თავად ფეხბურთელს ყველაზე მეტად "სევილიაში" დაბრუნების ვარიანტი იზიდავს.

რაკიტიჩს "ბლაუგრანასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ივანის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 31 თამაში და 4 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 მარტი 2020 14:51
    0
    გადავიდეს სევილიაში. Thank you and good luck
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 მარტი 2020 21:32
    0
    სადაც უნდა იქ წაეთრას ლიჟბი ბარსელონას მოშორდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 19 მარტი 2020 20:51
    2
    სევილიაში წავიდეს ჩინეთისთვის ძერ არ მემეტება