MD: ლაუტაროს დრო სჭირდება
მილანის "ინტერის" არგენტინელ ფორვარდს, ლაუტარო მარტინესს საკუთარი მომავლის გადასაწყვეტად დრო სჭირდება.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ნომერ პირველ სამიზნეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მას კატალონიური კლუბის თილისმის, ლეო მესის გვერდით თამაში ხიბლავს. მიუხედავად ამისა, ლაუტარო არ ჩქარობს, რადგან მისით კიდევ არაერთი გრანდი ინტერესდება.
იტალიური პრესის ცნობით, "ნერაძური" მარტინესს შეჰპირდა, რომ სეზონის დასრულებისთანავე გაუმჯობესებულ კონტრაქტს გაუფორმებს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, "ინტერი" თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ვერ გამოჩნდება ისეთი კლუბი, რომელიც მის გამოსასყიდ თანხას (111 მილიონ ევროს) გადაიხდის. ასე რომ, იტალიელები მის შენარჩუნებას კიდევ მინიმუმ ერთი წლით იმედოვნებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]