ლაუტარო მარტინესის პრიორიტეტი "ბარსელონაა"
"ბარსელონას" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს, ლაუტარო მარტინესს, მის მსურველ გუნდებს შორის, ყველაზე მეტად "ბარსელონაში" თამაში სურს.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა არგენტინელისთვის "ბარსას" კონკურენციას "მანჩესტერ სიტი" გაუწევს. თუმცა, ვრცელდება კარგი ამბებიც.
Sport-ის ცნობით, ლაუტაროს პრიორიტეტი "ბარსელონაში" გადასვლაა. აქამდეც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ფეხბურთელს ლიონელ მესისთან ერთად თამაში სურს.
პრობლემას კი კლუბებს შორის შეთანხმება ქმნის. გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერი" ლაუტარო მარტინესს მხოლოდ მისი გამოსასყიდი თანხის, 111 მილიონი ევროს სრულად გადახდის შემთხვევაში შეელევა, "ბარსელონას" კი, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, ერთ ფეხბურთელში ამხელა ფულის გადახდის ფუფუნება, დიდი ალბათობით, არ ექნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]