კოუტინიოსთვის ბრძოლას "მანჩესტერი" და "ლესტერიც" შეუერთდნენ
მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე ფილიპე კოუტინიო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. "ბარსელონას" მფლობელობაში მყოფ ბრაზილიელს"ბაიერნთან" იჯარა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
Sport-ის ცნობით, 27 წლის ვარსკვლავის მსურველთა სიას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლესტერ სიტი" შეემატნენ. ისინი კოუტინიოს გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.
წყარო დასძენს, რომ მოთამაშის "ლივერპულთან" კავშირი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებას ხელს არ შეუშლის, თუმცა გარემოებას ერთი ფაქტორი ართულებს - "წითელმა ეშმაკებმა" უკვე ბრუნო ფერნანდეში გაიფორმეს.
რაც შეეხება "ლესტერს", კლუბის მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს კოუტინიოს თავისთან ხილვა ძალიან სურს. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან ერთად "ენფილდზე" ყოფნის დროს მუშაობდნენ. თუმცა, "მელიებს" ფილიპეს გაფორმება მხოლოდ იჯარით შეუძლიათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]