ედუარდო კამავინგას "რენში" დარჩენისკენ მოუწოდებენ
"რენის" 17 წლის ტალანტი ედუარდო კამავინგა, რომელსაც "ბარსელონა" გასული წლის სექტემბრიდან აკვირდება, სავარაუდოდ, ზაფხულში მის ამჟამინდელ კლუბს არ დატოვებს.
კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "რენის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟულან სტეფანმა, ახალგაზრდა ნახევარმცველს ურჩია, დიდ კლუბში გადასვლამდე ფრანგულ გუნდში კიდევ ერთი წელი დარჩეს. სპეციალისტის აზრით, იმისათვის, რომ კამავინგა სწორად განვითარდეს, ნიჭიერმა ფეხბურთელმა, ჯერჯერობით, "რენი" არ უნდა დატოვოს.
ედუარდო კამავინგა, Transfermarkt-ის მიხედვით, დღეისათვის 18-წლამდელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. ცნობილი ინტერნეტპორტალი წარმოშობით ანგოლელ ამომავალ ვარსკვლავს 42 მილიონ ევროდ აფასებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]