"ბარსელონა" ანდრე ონანას ტერ შტეგენის შემცვლელადაც განიხილავს
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ამსტერდამის "აიაქსიდან" კამერუნელი მეკარის, ანდრე ონანას დაბრუნებას შეეცდება.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობებით, "ბლაუგრანა" 24 წლის კიპერს ყურადღებით აკვირდება. კატალონიელებს ფეხბურთელის გასულ ზაფხულში დაბრუნების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ იასპერ სილესენი, საბოლოოდ, ნეტუმ შეცვალა.
Sport-ის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით კი, ონანას "ბარსა" 2 მიზეზით აკვირდება. ის განიხილება როგორც ტერ შტეგენის რეზერვისტად, ასევე მის შემცვლელადაც. "ბარსელონა" უკვე ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ გერმანელ მეკარესთან, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებთ, შეთანხმებას ვერ მიაღწევს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ტერ შტეგენი მიუნხენის "ბაიერნის" სამიზნე აღარაა, ეს კი გერმანელთან მოლაპარაკებებს ამარტივებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]