მესის არაფერი სჭირს

მესის არაფერი სჭირს

დღეს, ლეო მესიმ თავის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ივარჯიშა...

მოგეხსენებათ 9 თებერვალს არგენტინის ეროვნული ნაკრები შვეიცარიაში ამხანაგურ შეხვედრას, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ატარებს. ამ მატჩისთვის სერხიო ბატისტამ თავის გუნდში ლეო მესი გამოიძახა. სხვადასხვა მედია საშუალებებმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოსდა არგენტინელ თავდამსხმელს კუნთი ქონდა დაჭიმული და რომ იგი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კატალონიური სპორტული გამოცემა "სპორტი" თავად სერხიო ბაპტისტასა და "ბარსას" ერთ–ერთ მწვრთნელს, რომელიც მესისთან ერთად იმყოფება, ხუანხო ბრაუს დაუკავშირდა. მათი განცხადებით ლეოს არაფერი ჭირს.

ფაქტია, რომ გუშინ, კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ათიანი ოდნავ დაღლილი გახლდათ და მას სასტუმროში დარჩენა შესთავაზეს. ასე, რომ პორტუგალიელებს შეუძლიათ აღარ იღელვონ, ისინი მესის მოედანზე ხილვას მაინც შეძლებენ...


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.