სესკ ფაბრეგასი მომავალში "რეალის" გაწვრთნას არ გამორიცხავს

სესკ ფაბრეგასი მომავალში "რეალის" გაწვრთნას არ გამორიცხავს

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი, Cadena COPE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მწვრთნელის რანგში მადრიდის "რეალში" მუშაობაზე უარს არ იტყვის.

"არასდროს თქვა არასდროს. ამ საკითხზე ჩამოყალიბებული ვარ. შესაძლოა, როგორც მოთამაშე არა, მაგრამ, როგორც მწვრთნელი, ეს უკვე განსხვავებულია, რადგან კარიერის განმავლობაში შეგიძლია 30 გუნდი გაწვრთნა.

ფეხბურთელის ხელშეკრულება შედარებით გრძელვადიანია. მწვრთნელს კი უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნია, რადგან არაა გამორიცხული, გუნდიდან დანიშვნიდან ორ დღეში გამოგაგდონ", - თქვა 32 წლის ნახევარმცველმა.

ფაბრეგასი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. 2003 წელს, 16 წლის ასაკში, ლონდონის "არსენალში" გადავიდა, საიდანაც კატალონიაში 8 წლის შემდეგ დაბრუნდა. მან "კამპ ნოუზე" სამი წელი გაატარა და ექვსი ტიტულის მოგება შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 აპრილი 2020 21:25
    0
    რეებს ბოდიალობს ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 აპრილი 2020 14:50
    0
    ამის ტვინს რაღაცა აწვება და სისულელეს როშავს. რა მნიშვნელობა აქვს ბარსას ფეხბურთელის რანგში დაუპირისპირდები თუ მწვრთნელის.
    ღირსებას ვერ იყიდი. ბევრი უცხოელი მწვრთნელები ამბობენ უარს კონკურენტი გუნდის გაწვრთნაზე და ეს რეებს ბჟუტურებს, ან ვინ დაგიძახებს.