პედრის მსურველები გამოუჩნდნენ
17 წლის შემტევი ნახევარმცველით, პედრით, რომელიც მომდევნო სეზონიდან "ბარსელონაში" ითამაშებს, რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
"ბარსელონამ" პედრი გასული წლის სექტემბერში "ლას პალმასიდან" 5 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ის კვლავ სეგუნდა დივიზიონის კლუბში თამაშობს. ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი კატალონიურ გუნდს პრე-სეზონისთვის შეუერთდება. ივარაუდება, რომ "ბლაუგრანა" ახალგაზრდა ფეხბურთელს ისევ იჯარით გაუშვებს, თუმცა არა მის ამჟამინდელ კლუბში.
კატალონიური წყაროს ცნობით, პედრის დამატების სურვილს ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენლები, კერძოდ, "სოსიედადი", "ბეტისი" და "სელტა" გამოთქვამენ. პერსპექტიული ნახევარმცველით ინტერესდება ჰოლანდიური "აიაქსიც".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]