"შალკეს" ტოდიბოს ტრანსფერში "ბარსელონას" სამიზნის ჩართვა სურს

"შალკეს" ტოდიბოს ტრანსფერში "ბარსელონას" სამიზნის ჩართვა სურს

კატალონიურ პრესაზე (MD, Sport) დაყრდნობით, Barca Universal-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელზენკირხენის "შალკეს" ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერში 22 წლის მაროკოელი ნახევარმცველის, ამინ არიტის ჩართვა სურს. 

"შალკეს" ტოდიბოს გამოსყიდვისთვის 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო, გერმანელებს საკუთარი ფეხბურთელის დათმობა ურჩევნიათ. 

თავის მხრივ, "ბარსელონა" ამ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს: მიუხედავად იმისა, რომ არიტის დამატება აქამდე კატალონიელებს თავად სურდათ, მისი ფრანგ ცენტრალურ მცველში გაცვლა კატალონიელებისთვის მისაღები არ არის. 

ტოდიბომ "შალკეში" იჯარით გატარებულ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში ის "ბარსელონას" შემადგენლობაში შანსს მიიღებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 30 აპრილი 2020 17:32
    1
    აუცილებლად უნდა მიიღოს შანსი იმსახურებს. ეს მაროკოელი კი შალკემ სხვას შეტენოს თუ მაინცდამაინც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 აპრილი 2020 00:26
    4
    არავითარ შემთხვევაში გაიკეთოს შალკემ ეს არიტია თუ არარატი ტოდიბო დააბრუნეთ თქვე ჩლუნგებო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #2 30 აპრილი 2020 00:10
    4
    აია ხალფაზრდა რომელიც ჰალკივითაა და საკმაოდ ნიჭიერი აი რატო უნდა გაყიდო ვერ ვხვდები
    ნელსონ სემედუ
    სტუმარი [?]
    #1 29 აპრილი 2020 23:52
    6
    მცველის ყიდვა როუნდათ საერთოდ არარის საჭირო, ტოდიბო უნდა დაბრუნდეს და მიეცეს შანსი ასაევე არაუხოც არარის დასაკარგი შეიძლება მაგის გაიჯარებაც ტოდიბოს ნაირად