"ბარსელონას" 3 ლეგენდა ყველა დროის 5 საუკეთესო მწვრთნელს შორის
ცნობილმა სპორტულმა გამოცემა FourFourTwo-მ ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის 100 საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ 5-ეულში მოხვდნენ "ბარსელონას" ლეგენდები - რინუს მიხელსი, იოჰან კრუიფი და პეპ გვარდიოლა.
პეპ გვარდიოლამ, საუკეთესოთა სიაში, მე-5 ადგილი დაიკავა. "მანჩესტერ სიტის" ახალნდელი თავკაცი "ბლაუგრანას" 2008-12 წლებში წვრთნიდა. ესპანელმა სპეციალისტმა კატალონიურ კლუბში 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ ევროპის სუპერ თასი, 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
გვარდიოლაზე წინ, მე-3 ადგილზე, იმყოფება იოჰან კრუიფი, რომელმაც "ბარსასა" და მსოფლიო ფეხბურთის ისტორია შეცვალა. კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა პირველად სწორედ ლეგენდარული ჰოლანდიელის დროს მოიგო. საერთო ჯამში, კრუიფმა "ბლაუგრანაში" 1 ჩემპიონთა თასის, 4 ლა ლიგის, 1 ესპანეთის თასის, 3 ესპანეთის სუპერ თასის, 1 ევროპის სუპერ თასისა და 1 თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგში, კრუიფსა და გვარდიოლაზე წინ, პატივსაცემი რინუს მიხელსია. ლეგენდარული ნიდერლანდელი, ალექს ფერგიუსონის შემდეგ, რჩეულთა შორის მე-2 ადგილს იკავებს. სწორედ მიხელსი ითვლება თანამედროვე ფეხბურთის შემოქმედად.
რინუს მიხელსს "ბარსელონა" 2-ჯერ გაუწვრთნია - 1971-74 და 1976-78 წლებში. ჰოლანდიელმა კატალონიურ გუნდთან ერთად ერთხელ ესპანეთის ჩემპიონატი, ერთხელ ესპანეთის თასი და ერთხელაც ბაზრობათას თასი (თანაშედროვე ევროპა ლიგა) მოიგო.
აქვე წარმოგიდგენთ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელების ათეულს:
- ალექს ფერგიუსონი
- რინუს მიხელსი
- იოჰან კრუიფი
- ბილ შენკლი
- პეპ გვარდიოლა
- არიგო საკი
- მეტ ბასბი
- ელინიო ერერა
- ერნსტ ჰაპელი
- ვალერი ლობანოვსკი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]