"ბარსელონამ" მეორე ვარჯიში ჩაატარა
"სიუტატ" ესპორტივაზე "ბარსელონამ" 56-დღიანი კარანტინის შემდეგ, მეორე ვარჯიში გამართა. სესია 9:30 საათზე დაიწყო.
ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია უსმან დემბელეს. ფრანგი აღდგენით პროცესს ორშაბათს გააგრძელებს.
გუნდის 18 ფეხბურთელთან ერთად, კიკე სეტიენმა "ბარსა B-ს" 6 ფეხბურთელი იხმო: ანსუ ფატი, ინიაკი პენია, რონალდ არაუხო, ალექს კოლიადო, მონჩუ და რიკი პუჩი.
გუშინდელი დღის მსგავსად, საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელები სავარჯიშო ფორმებში გამოცხადდნენ და განცალკევებით, ორ მოედანზე, სხვადასხვა დროს ივარჯიშეს, რომლის დასრულების შემდეგაც "სიუტატ ესპორტივა" გასახდელის გამოყენების გარეშე დატოვეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]