არსენ ვენგერი ანრის "ბარსელონაში" წასვლას იხსენებს
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, ტიერი ანრისთან 2007 წელს შემდგარ საუბარს იხსენებს, როდესაც მან გუნდიდან წასვლის შესახებ ამცნო.
"წასვლისას ანრიმ მითხრა, "ბოს, უკვე 31 წლის ვხდები. ვიცი, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რამდენიმე კარგი ფეხბურთელით, მაგრამ ისინი ტიტულების მოსაგებად ჯერ მზად არ არიან, მე კი ცოტა დრო მრჩება".
მისი გადაწყვეტილება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის უდიდეს პრობლემას წარმოქმნიდა, მაშინ იგი გუნდში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. თუმცა, ვფიქრობ, რომ მან კლუბს საკმარისი დრო დაუთმო და მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც დავეთანხმე", - ფრანგის სიტყვებს Bein Sports ციტირებს.
ტიტი "მეთოფეების" რიგებს 1999 წელს შეუერთდა და კლუბში 8 სეზონი გაატარა. 2009 წელს კი, "ბარსელონასთან" ერთად, ტრიპლეტი მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]