ვალდანო: ”ჩვენ არ გაგვიკეთებია შეთავაზება ”არსენალისთვის” ფაბრეგასის თაობაზე”
როგორც Sport.es იუწყება, მადრიდის ”რეალის” გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ მათ არავითარი შეთავაზება არ გაუკეთებიათ ლონდონის ”არსენალისთვის” ფაბრეგასის შეძენის თაობაზე.
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონის თქმით, ”თეთრების” სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას საერთოდ არ უფიქრიათ აღნიშნულ საკითხზე.
”ჩვენ არ ვმუშაობთ ფაბრეგასის შეძენაზე. ჩვენ არ გაგვიკეთებია შეთავაზება ”არსენალისთვის” და არ გვიწარმოებია მოლაპარაკებები ლონდონელთა ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ”არსენალთან” და არ გვსურს გაუგებრობები. ის ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად ”რეალის” ღირსებას იცავენ, იმსახურებენ პატივისცემას. თუ ჩვენ აღნიშნული საკითხით დავინტერესდებით, ეს მოხდება მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ”- განაცხადა მადრიდის ”რეალის” გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]