ვალდანო: "ბარსამ" შეცდომა დაუშვა, რომელმაც რწმენა შეგვმატა"

ვალდანო: "ბარსამ" შეცდომა დაუშვა, რომელმაც რწმენა შეგვმატა"

მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ ისაუბრა ლა ლიგის 32–ე ტურზე, სადაც "ლოს ბლანკოსმა" უმასპინძლა "ბარსელონას". მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

 

"ჩვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა გაშვებული გოლის შემდეგ. თუმცა "ბარსელონამ" ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რამაც საკუთარი თავების რწმენა შეგვმატა, ჩვენ ამით გავძლიერდით. ახლა უკვე ძალიან მწირია იმის შანსი, რომ პრიმერას მოვიგებთ, თუმცა თეორიული კუთხით, მაინც შესაძლებელია. დღეს "რეალმა" ძალიან კარგად ითამაშა და საკუთარ თავებში უფრო დარწმუნდნენ. საბოლოოდ, მატჩი ძალიან რთული გამოდგა. ვფიქრობ, ეს მატჩი ძალიან ბევრ რამეზე იმეტყველებს მომავალში. რაც შეეხება მსაჯობას, ამაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ". დაასრულა ხორხე ვალდანომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.