რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიოს მოქმედი საუკეთესო ცენტრფორვარდები დაასახელა
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანულ პრესასთან ინტერვიუში მსოფლიოს 5 მოქმედი საუკეთესო ცენტრფორვარდი დაასახელა.
"რთული კითხვაა, თუ "ცხრიანები" უნდა ავიღოთ, მე ბენზემას, ვერნერს, სუარესს, აგუეროსა და მბაპეს დავასახელებ." - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Bild.
შეკითხვა იმაში მდგომარეობდა, რომ ლევანდოვსკის ხუთეულში არ უნდა დაესახელებინა საკუთარი თავი, პოლონელმა ასევე გამორიცხა თანამედროვეობის ორი საუკეთესო მოთამაშე - კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესიც, რომლებიც პოზიციურად "ცხრიანებად" არ ითვლებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]