"რასინგის" პრეზიდენტი: ლაუტარო "ბარსელონასთან" ახლოსაა
არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტი ვიქტორ ბლანკო მიიჩნევს, რომ "ინტერის" შემტევი ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა.
"ვგრძნობ, რომ ლაუტარო "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა, იმის მიუხედავადაც კი, რომ მასთან ბოლო დროს არ მისაუბრია.
ტრანსფერიდან წილი გვეკუთვნის. საბედნიეროდ, როდესაც მარტინესი "ინტერში" გავყიდეთ, გრძელვადიან პერსპექტივაზე ვიფიქრეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პუნქტზე უარის სათქმელად იმ დროისთვის ძალიან მიმზიდველი 2 მილიონი ევრო შემოგვთავაზეს. გარისკვა გადავწყვიტეთ", - ციტირებს ვიქტორ ბლანკოს სიტყვებს Football Italia.
ლაუტარო მარტინესი "რასინგში" 2015-2018 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც არგენტინელი "ინტერში" გადაბარგდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]