"ბარსელონა" ლაუტარო მარტინესისათვის ბრძოლაში პოზიციებს არ თმობს
გუშინ "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ Sky Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბარსელონას" ლაუტარო მარტინესის წაყვანა მხოლოდ მისი გამოსასყიდი თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში შეეძლება.
პანდემიის გამო მიღებული დიდი ფინანსური ზარალი "ბლაუგრანას" აიძულებს, სასურველი ფეხბურთელის ღირებულების შესამცირებლად გარიგებაში მოთამაშეები ჩართოს, თუმცა "ნერაძური" ამ წინადადებით, ჯერჯერობით, დაინტერესებული არაა.
Blaugranagram-ის ინფორმაციით, მიუხედავად პიეროს განცხადებისა, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ლაუტაროსათვის ბრძოლაში პოზიციას არ თმობენ. არგენტინელისადმი მათი გასახდელი ოთახიც დიდი პატივისცემითაა განწყობილი. ლუის სუარესმა, ლიონელ მესიმ და ივან რაკიტიჩმა "ინტერის" შემტევი საჯაროდ უკვე ბევრჯერ შეაქეს.
ხსენებული წყარო ასევე იუწყება, რომ "ბარსელონა" ცდილობს, "ნერაძური" ბარტერში დაარწმუნოს და ტრანსფერში იტალიელთა მოსაწონი მოთამაშეები გამოიყენოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]