თამაშამდე დარჩა 10 დღე

თამაშამდე დარჩა 10 დღე

ლა ლიგა სულ მალე განახლდება. გთავაზობთ 10 ინფორმაციას, რომელიც 13 ივნისს, "მალიორკასთან" შეხვედრამდე უნდა ვიცოდეთ.

1. გამომდინარე მაღალი ტემპერატურისა, რომელიც თამაშის თანმდევი ნაწილი იქნება, გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა, 5 ცვლილება განახორციელონ.

2. გუნდებს შეეძლებათ, განაცხადში 18-ის ნაცვლად, 23 ფეხბურთელი შეიყვანონ.

3. კლემან ლანგლე "მალიორკასთან" ვერ ითამაშებს, მან მეხუთე ყვითელი ბარათი, "რეალ სოსიედადთან" მიიღო.

4. "რეალ სოსიედადთან" დაპირისპირებიდან, "მალიორკასთან" გასამართ შეხვედრამდე, 98 დღე იქნება გასული. "კამპ ნოუზე" კი უფეხბურთობა, 101 დღის შემდეგ შეწყდება.

5. 1939 წელს, "ბარსა" უფეხბურთოდ, 172 დღის განმავლობაში დარჩა. ეს სამოქალაქო ომის პერიოდი იყო.

6. მოახლოებულ თამაშებში, დიდი მნიშვნელობა ექნება ფსიქოლოგიურ ფაქტორს, რადგან "ბარსას" ფანების გარეშე მოუწევს თამაშის ჩატარება. 11-დან 5 შეხვედრა, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

7. "მალიორკა" "ბარსელონა" ჩატარდება შაბათს, 23:55 საათზე.

8. "ბარსა" 8 წლის შემდეგ, პირველად ესტუმრება მალიორკას. ბოლო ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა გაიმართა 2012/13 წლების სეზონში, როდესაც ლიონელ მესიმ პელეს გადაასწრო და ერთ კალენდარულ წელში, 76-ე გოლი გაიტანა.

9. "ბარსას" ლა ლიგის ამ სეზონში, ყველაზე მეტი გოლი გააქვს. კატალონიელთა ანგარიშზე 63 გოლია. ლიონელ მესი კი ბომბარდირთა დავას ლიდერობს და ამავე დროს, 12 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

10. "ბარსა" სატურნირო ცხრილს 2-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 ივნისი 2020 18:50
    2
    შეცდომაა "თამაშამდე", უნდა იყოს "იგრამდე". აქ ესეა მოდაში, ქართული ენა ხომ ღარიბია და რუსებისგან უნდა ვისესხოთ. საკუთარს არაფერს არ ვცემთ პატივს, ყველაფერი სხვისი მოგვწონს.
    იგრა, იგროკი, სუდია, ტრენერი, მოჟნა, პრახადნოი დვორ და ასე შემდეგ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 ივნისი 2020 16:00
    2
    "1939 წელს, „ბარსა“ უფეხბურთოდ, 172 დღის განმავლობაში დარჩა. ეს სამოქალაქო ომის პერიოდი იყო"
    აი რას ნიშნავს, გერმანელები რო ყველაფერში ცივსისხლიანი პროფესიონალები არიან. გარდა იმისა რო პირველებმა განაახლეს ჩემპიონატი, კიდევ ერთი ფაქტი გამახსენდა სწორედ ომზე. როგორც მახსოვს 1945 წლის 8 მაისს, როცა მოკავშირეები ბერლინის შტურმს ახორციელებდნენ, და ჰიტლერს უკვე ჩადენილი ქონდა თვითმკვლელობა, ჰამბურგში გერმანიის ჩემპიონატის მატჩი მიმდინარეობდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 ივნისი 2020 15:39
    3
    ვეღარ ვითმეენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #1 3 ივნისი 2020 14:55
    1
    განაცხადში რო 23 კაცი იქნება 18ის ნაცვლად ეგ კარგია
    ბარსა ბს ფეხბურთელები მეტ გამოცდილებას მიიღებენ