ვან დე ბეკის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონამდე შემცირდა
დონი ვან დე ბეკი, ამომავალი ვარსკვლავია, რომლის მომავალიც, "აიაქსიდან" ძალიან შორს ჩაივლის, - წერს Mundo Deportivo.
ისევე, როგორც ფრენკი დე იონგმა, ვან დე ბეკმაც, სწორედ მაშინ მიიქცია გრანდების ყურადღება, როცა "აიაქსმა", ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 25 წლის საუკეთესო სეზონი ჩაატარა. "ბარსამ" საქმე გაიმარტივა და ფრენკი დე იონგი იქამდე გადაიბირა, სანამ მისი ფასი გაიზრდებოდა, ეს "ბარსას" სკაუტების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. სეზონის შუაში რომ კაპიტანი, მატიას დე ლიხტიც გაეფორმებინათ, არც ეს იქნებოდა ცუდი, წლის ბოლოს მისი ფასი ისე გაიზარდა, რომ დე ლიხტის გადაბირება ძალიან გართულდა. მისი აგენტის მადა კი, ყოველგვარი ლოგიკის და რაციონალიზმის გარეშე იზრდება.
იმ "აიაქსში" გაიბრწყინა კიდევ ორმა ფეხბურთელმა, ჰაკიმ ზიეჩმა და დონი ვან დე ბეკმა. ზიეჩზე იყო საუბარი, მით უმეტეს, მას მერე, რაც "ბარსამ", ნეიმარი, ვერა და ვერ შეცვალა. საბოლოოდ ზიეჩი "ჩელსიმ" დაიბევა, ვან დე ბეკის შეძენის მთავარ კანდიდატებად კი, მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ უნაიტედი" მიიჩნევიან.
მაშინ, როცა "ბარსა" 30 წლის პიანიჩს დატრიალებს თავზე, დონი ვან დე ბეკის სატრანსფერო ფასი, 40 მილიონ ევრომდე შემცირდა. ეს ის თანხაა, რომლის გადახდაც შესაძლებელია და კონკურენტებთან ბრძოლაც, ნამდვილად ღირს.
თუმცა, აბა რა ვიცით, ბართომეუს თავში რა უტრიალებს?!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]