ნუნუ გომეში: ფრანსიშკუ ტრინკაუ ცოტათი ნეიმარს ჰგავს
წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ნუნუ გომეში მის თანამემამულეს, "ბრაგას" შემტევს, ფრანსიშკუ ტრინკაუს, რომელიც მომავალი სეზონიდან "ბარსელონაში" ითამაშებს, რაღაცით "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელს, ნეიმარს ამსგავსებს.
"ვერასდროს ივარაუდებთ, ტრინკაუ რის გაკეთებას აპირებს, რას მოიფიქრებს. ამით ის ნეიმარს წააგავს. ბრაზილიელი არაპორგნოზირებადია, ფრანსიშკუ კი ცოტათი მას ჰგავს.
"ბარსელონაში" თამაში მისთვის დიდი ნაბიჯი იქნება. ვფიქრობ, ტრინკაუ ამისთვის მზადაა, რადგან ის მცირე დროში ბევრად დაიხვეწა.
ვფიქრობ, ფრანსიშკუ არ გრძნობს ზეწოლას მაშინაც კი, როდესაც "პორტუს" ან "ბენფიკას" წინააღმდეგ გამოდის. ის სიამოვნების მისაღებად თამაშობს, რაც ძალიან კარგია", - ამბობს ნუნუ გომეში Sport-თან ინტერვიუში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]