ფოკუსს მიღმა 11.06.2020

ფოკუსს მიღმა 11.06.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

ბობ ბრედლი

ეგვიპტის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ბობ ბრედლი მო სალაჰზე საუბრობს: "მოჰამედს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ლეო მესისთვის ახლოდან ეყურებინა. მან ჩემი რჩევა მიიღო და თამაში გააუმჯობესა. მინდოდა, სალაჰის პოზიცია შემეცვალა და თავდამსხმელად ეთამაშა, ახლა კი იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია". [Sada El Balad]

ფერნანდო მორიენტესი

ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, ფერნანდო მორიენტესი აცხადებს: "ბარსელონა" და "რეალი" ლა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატები არიან". [Mundo Deportivo]

ორქუნ ქოქჩუ

"ბარსელონა" როტერდამის "ფეინოორდის" თურქ ნახევარმცველს, ორქუნ ქოქჩუს, აკვირდება. ნიდერლანდური პრესის ცნობით, "ფეინოორდი" მას 18 მილიონ ევროდ შეელევა. ფეხბურთელით დაინტერესებას, ასევე, "ბეტისი", "სევილია", "არსენალი" და "ჩელსი" გამოხატავენ. [Rijnmond]

მიკი ვან სასი

კატალონიის "ბარსელონამ" ნიდერლანდელი მეკარისათვის, მიკი ვან სასისათვის ბრძოლა "მანჩესტერ სიტისთან" წააგო. [Utrecht]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.