გვარდიოლა მატჩის შემდეგ
"დღეს ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. არ აქვს მნიშვნელობა სეზონი როგორ დასრულდება, ამ ფეხბურთელებისადმი ჩემი პოზიცია არ შეიცვლება. ისინი ყოველთვის ბოლომდე თამაშობენ 3 ქულისათვის, მათში იგრძნობა სპორტული ჟინი და სულისკვეთება".
"პირველ ტაიმში ძალიან კარგად და მშვიდად ვთამაშობდით, მაგრამ მეორე ტაიმი სხვანაირად დაიწყო. მოწინააღმდეგემ ანგარიში გავითანაბრა. ამის შემდეგ ჩვენ შეტევაში წავედით, უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯმა 100 % იანი პენალტი არ დადო იმ დროს, როდესაც მესიმ თითქმის მთელი ბილბაოს ფეხბურთელები მოატყუა. საბოლოოდ მესიმ მაინც შეძლო უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა და ჩვენ გავიმარჯვეთ, ვფიქრობ ეს სამი ქულა დამსახურებული იყო. ახლა ჩვენ 5 ქულით ვუსწრებთ მადრიდის "რეალს". მადრიდული კლუბი ევროპაში საუკეთესო გუნდია".
"ჩვენი გუნდის კრიზისი ძალიან ბევრს სურს და ბევრიც ცდილობს, რომ დაიწყოს ჩვენს კრიზისზე საუბარი, მაგრამ მათ საბაბი ამის არ უნდა მივცეთ. შარშანაც დავმარცხდით "ატლეტიკოსთან" და ყველა ჩვენს კრიზისზე საუბრობდა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენს მიზანს მაინც მივაღწიეთ. ჩვენ ძალიან დაძაბულ მატჩში ვიმარჯვეთ, ეს გამარჯვება ჩვენ ძალიან წაგვადგება მომავალში" – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს "ას" – ი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]