ტრინკაუ და პედრი "ბარსელონაში" დარჩებიან
36 შეხვედრაში 8 გოლითა და 11 ასისტით ფრანსიშკუ ტრინკაუს ფასი შესამჩნევად გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ თვეების წინ "ბარსამ" მასში არცთუ ისე მცირე თანხა, 31 მილიონი, გადაიხადა, სამომავლოდ ეს ფასი იმდენად გაიზრდება, რომ გაყიდვის შემთხვევაში კატალონიელები დიდი სარგებლის მიღებას შეძლებენ.
იგივე შეიძლება პედრიზეც ვთქვათ. 17 წლის ფეხბურთელი ამჟამად "ლას პალმასში" ასპარეზობს. მას ევროპა ლიგაზე მოთამაშე სხვადასხვა გუნდისგან შეთავაზებები უკვე ჰქონდა.
"ბარსელონა" სატრანსფერო ბიუჯეტის შესავსებად 7-8 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს მათ რიცხვში არც ტრინკაუ და არც პედრი არ შედიან. Mundo Deportivo-ს ცნობით, ისინი კლუბისთვის, ფატისა და პუჩის მსგავსად, ჯერჯერობით ფასდაუდებელ ტალანტებად ითვლებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]