ალბერტ პერესი "ბარსელონასთან" ერთად გაემგზავრება
ალბერტ პერეს ესკოდას იღბალი ნამდვილად აქვს. "ბარსელონას" იუნიორთა ვებ – გვერდზე ჩატარდა კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც გუნდთან ერთად გაემგზავრებოდა "მალიორკაში" და რა თქმა უნდა დაესწრებოდა მატჩს.
ამ კონკურსში ძალიან ბევრი ბავშვი მონაწილეობდა. კონკურსი 12 – დან 15 წლამდე ბავშვებს შორის ჩატარდა. ალბერტი 13 წლისაა, ამ კონკურსში გამაჯრვების შემდეგ მან "ბარსელონას" ტელევიზიას განუცხადა. "ამჟამად უბედნიერესი ვარ, მე ანდრეს ინიესტასთან, ხერარდ პიკესთან და ლეო მესისთან ერთად გავემგზავრები "მალიორკაში". უკეთესს ნამდვილად ვერაფერს ვინატრებდი".
ასეთი სახის წამახალისებელ კონკურსებს "ბარსელონას" იუნიორთა ვებ – გვერდი ატარებს, წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის და აღსანიშნავია, რომ არც უკანასკნელი. კიდევ რამდენიმე ბავშვი იქნება ბედნიერი "ბარსელონას" ფეხბურთელებთან ასე ახლოს ყოფნის გამო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]