გვარდიოლამ კონტრაქტს ხელი მოაწერა

გვარდიოლამ კონტრაქტს ხელი მოაწერა

ამ დილით, "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ახალი კონტრაქტი გააფორმეს. კატალონიელი მწვრთნელის "ბლაუგრანაში" 2012 წლის 30 ივნისამდე დარჩება...

ამ ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ გამოვა, რომ გვარდიოლა გუნდს ზედიზედ 4 წლის მანძილზე წვრთნიდა. ეს მაჩვენებელი კი "ბარსას" ისტორიაში მეოთხეა. აქამდე ამდენი ხანი და ამაზე მეტ ხანს გუნდს კრუიფი, გრინველი და რაიკაარდი წვრთნიდნენ.

გასული 2 წელ–ნახევრის განმავლობაში გვარდიოლამ ყველას ნათლად დაანახა ის, რომ სასწაულები ხდება. მან შეძლო და შესაძლო 10 ტიტულიდან 8 მოიპოვა. ამას გარდა მან უამრავი გუნდური, თუ ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა. "ლა ლიგას" ბოლო შეხვედრა კი ამ გათამაშებაში მისთვის მეასე გახლდათ.

გვარდიოლამ დღეს კონტრაქტს ხელი მოაწერა. იგი გუნდში კიდევ ერთი წლის მანძილზე დარჩება. ასე, რომ გილოცავთ ყველას. თუმცა, ჩვენს მოწინააღმდეგებს მისალოცად საქმე ნამდვილად არ აქვთ და ამიტომაც მხოლოდ "ბლაუგრანელებს" მოგილოცავთ.

ვიდეომასალა

[media=http://www.youtube.com/watch?v=z2I5spMTrDo]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.