ლიონელ მესი მორიგ რეკორდს უახლოვდება - ყველაზე მეტი პიჩიჩის ჯილდო ისტორიაში
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, თავის ბრწყინვალე კარიერაში პიჩიჩის ჯილდოს მოგება 6-ჯერ მოახერხა, იმდენჯერვე, რამდენჯერაც ლეგენდარულმა ტელმო სარამ.
როგორც მოსალოდნელია, არგენტინელი აღნიშნულ ჯილდოს მეშვიდედ მოიგებს, იმ შემთხვევაში თუ მას "რეალის" ფრანგი შემტევი, ქარიმ ბენზემა ვერ დაეწევა.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რომლის დასრულებამდე კიდევ ორი ტური რჩება, მესის აქტივში 22 გოლია, ბენზემა კი ლეოს 3 გოლით ჩამორჩება (19).
"ლა პულგა" ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 2009/2010, 2011/2012, 2012/2013, 2016/2017,2017/2018 და 2018/2019 სეზონებში გახდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 5 ]