დ. სუარესი: "სერჟი რობერტო შესანიშნავი მაგალითია მათთვის, ვინც ახლა იწყებს"

დ. სუარესი: "სერჟი რობერტო შესანიშნავი მაგალითია მათთვის, ვინც ახლა იწყებს"

1994 წლის 6 იანვარს დაბადებული, "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი დენის სუარესი, კატალონიურ გუნდში ახლახანს დაბრუნდა და "მუნდო დეპორტივოსთან" საკუთარ ადაპტაციაზე და ბევრ სხვა თემაზეც ისაუბრა.

- ხვალ ჩემპიონთა ლიგაა, როგორ ხვდება კლუბი ამ მატჩს?

"ეს პირველი გასვლითი მატჩია. ჩვენ მხოლოდ 3 ქულის ასაღებად მივდივართ, სხვა შედეგი არ განიხილება."

როგორ ფიქრობთ, გუნდი გადაღლილია?

"გერმანიაში ძალიან კარგად ჩამოვედით. "სპორტინგთან" მატჩის შემდეგ ვფიქრობ გუნდმა ძალების აღდგენა მოასწრო და ხვალინდელი მატჩისთვის დიდი პოტენციალი აქვს."

- ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია, რას ელით გუნდისგან?

-"ბარსელონაში" ბევრი კარგი მოთამაშეა. ჩვენი მიზანი მუდმივად ცხრილის სათავეში ყოფნა და ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევაა, რაც ვფიქრობ, შეუძლებელი ნამდვილად არ არის ასეთი გუნდისთვის. ჩვენთან ძალიან მეგობრული გარემოა, რაც გუნდს უფრო და უფრო აძლიერებს."

- თქვენი ადაპტაცია როგორ მიმდინარეობს?

-"ვფიქრობ შესანიშნავად. ვარჯიშისა და მატჩის ყოველ წუთს მაქსიმალურად ვიყენებ გაუმჯობესებისთვის. მე ჩემი ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლასა და აქ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას ვაპირებ."

ახალგაზრდა ესპანელმა სერჟი რობერტოზეც ისაუბრა: "ის შესანიშნავი მოთამაშეა და მოედანზე ამას ყოველთვის ამტკიცებს. იყო დრო, როცა მასაც უჭირდა, მაგრამ შანსი გამოიყენა და გუნდში თავისი ადგილიც იპოვა. ვფიქრობ ძალიან კარგი მაგალითია პროგრესისა და განვითარების, მით უფრო მათთის, ვინც ახლა იწყებს."

- როგორია მწვრთნელთან თქვენი ურთიერთობა?

- "ძალიან კარგი. ლუის ენრიკე მუდმივად მესაუბრება და ცდილობს, მოტივაცია ამიმაღლოს, რათა უკეთესი გავხდე. მეც ვცდილობ მისი იმედები გავამართლო და მოედანზეც და ვარჯიშზეც მაქსიმალურად დავიხარჯო."

მესის ადგილას თამაშზე რა აზრის ხართ?

-" ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელის პოზიციაზეც შემიძლია ვითამაშო, ჩემს ადგილს უფრო ცენტრში ვხედავ. ჩვენ შესანიშნავი თავდამსხმელები გვყავს და მათი ყოველი შეტევის, ყოველი ცდის ყურება, რომ გოლი გაიტანონ, ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #2 27 სექტემბერი 2016 17:18
    0
    ხოდა შენც მას უნდა მიბაძო დენის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 სექტემბერი 2016 14:09
    0
    კარგად ისაუბრა კაი ბიჭია დიდი მომავალი აქ