მესი VS ბენზემა: ლა ლიგის ბოლო ტური, ვინ მოიგებს “პიჩიჩის”
ლა ლიგის 2019/2020 სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, ვინაიდან ჩემპიონის ვინაობა ცნობილია, ბოლო ტურში "პიჩიჩის" მფლობელიც გაირკვევა.
ჯილდოს მოგების რეალური პრეტენდენტები ლიონელ მესი და ქარიმ ბენზემაა, მესის მოგების შემთხვევაში კი ჯილდოს ახალი მფლობელი არ ეყოლება, რადგან ლეო მოქმედი და 6 გზის გამარჯვებულია.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მესის აქტივში 23 გოლია, ფრანგმა კი თავი 21-ჯერ გამოიჩინა.
ყველაზე ახლოს არგენტინელთან და ფრანგთან "ვილიარეალის" შემტევი ჟერარდ მორენო (16 გოლი), რაულ გარსია ("ბილბაო") 15 გოლით და ლუის სუარესია ასევე 15 გოლით ("ბარსელონა). თუმცა ეს ფეხბურთელები ჯილდოს მოგების პრეტენდენტები აღარ არიან.
ლიონელ მესიმ 23 გოლის გატანა 32 შეხვედრაში მოახერხა, ბენზემას კი 21 გოლის გასატანად 36 შეხვედრა დასჭირდა.
მესის იდეალური შანსი აქვს ტელმო სარას რეკორდი მოხსნას (მე-7 "პიჩიჩის" მოგებით)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]