ბუტრაგენიო: "ჩვენ უნდა ვისარგებლოთ "ბარსელონას" ქულების დაკარგვით"

ბუტრაგენიო: "ჩვენ უნდა ვისარგებლოთ "ბარსელონას" ქულების დაკარგვით"

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ ამ ტურში "ბარსელონას" ძალიან რთული მატჩი ელის, ამიტომაც დიდად სავარაუდოა კატალონიელებმა ქულები დაკარგონ, ასე, რომ "რეალი" ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და უნდა ისარგებლოს "ბარსელონას" ვერმოგებით. 

""რეალმა" წყნარად უნდა ითამაშოს. საგანგაშო არაფერია, წინ კიდევ ძალიან ბევრი ტურია. "ბარსელონას" ურთულესი შეხვედრა ელის, არამარტო ამ ტურში არამედ, მომდევნო ტურებშიც, ასე, რომ დიდი შანსია, "ბარსელონამ" ვერ მოიგოს. "რეალი" მზად უნდა იყოს და შანსი უნდა გამოიყენოს, თუკი მას "ბარსელონამ" მისცა, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე მოხდება". 

ბუტრაგენიო, ამჟამად "რეალის" ოფიციალური პირია, იგი დირექტორთა საბჭოს განაგებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.