ორმაგად, ანუ ძალიან რთული დაპირისპირება
რთულია ჩაატარო "ლა ლიგას" მორიგი შეხვედრა გუნდის წამყვანი ფეხბურთელების გარეშე, მაგრამ ვიქტორ ვალდესის, კარლეს პუიოლის, დანიელ ალვესის, ჩავი ერნანდესისა და ხეფრენ სუარესის (ამ უკანასკნელის გარეშე არც ისე რთულია) გარეშე თამაში ათმაგად, ან ხუთმაგად თუ არა, ორმაგად მაინც რთულია. მითუმეტეს ისეთი გუნდის წინააღმდეგ როგორიცაა "მალიორკა". მართალია მიხაელ ლაუდრუპის გუნდი ჩემპიონატში მხოლოდ მეთერთმეტე ადგილზე, 31 ქულით ბინადრობს, მაგრამ მაინც ორმაგად რთულია...
ეს გუნდი ცდილობს და ცდილობს წინ წაწევას და ქულების მოპოვებას, მაგრამ ამაში მათ მოწინააღმდეგე გუნდები ხელს ძალიან უშლიან. ბოლო ხუთ თამაშში მათ წინ წაწევაში ხელი "რეალ მადრიდმა", "სპორტინგ ხიხონმა", "ოსასუნამ" და "რეალ სოსიედადმა" შეუშალეს. გამონაკლისი გამოდგა "ატლეტიკ ბილბაო", რომელთა არც ისე მოძრავი კედელი ჩვენთვის ძალიან კარგადაა ნაცნობი. ეს არის გუნდი, რომელიც ლაუდრუპის შეგირდებთან ანგარიშით, 1–0 დამარცხდა. დღეს მალიორკელებს კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მეთერთმეტე ადგილზე მობინადრე გუნდის გულშემატკივრები და სხვა გუნდის გულშემატკივრები მალიორკელებისგან "რაღაცას" ელიან, მე კი უბრალოდ დღეს, რბილად რომ ვთქვათ, "მალიორკას" მარცხს ველი. 23:00 საათი – ადგილობრივები კატალონიელებს "იბეროსტარ ესტადიზე" შეეგებებიან...
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ წინ "ბარსასთვის" ორმაგად რთული შეხვედრა გველის. ამის გამო კი პირველ გუნდში საკუთარი თავის წარმოჩენის შანსები გაუჩნდათ "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელებს. კერძოდ კი მინიოს, მონტოიასა და ტიაგოს. ალკანტარასთვის პირველ გუნდის რიგებში თამაში უცხო ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ მინიოსთან და მონტოიასთან საკითხი სხვაგვარად დგას. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაში მონაწილეობა ტიაგომაც მიიღო. მან 66–ე წუთზე სეიდუ კეიტა შეცვალა. ამასთან ერთად უნდა ვთქვათ ისიც, რომ იმ მატჩში კუნძულელების დამწუხრების შანსი არ მიეცათ პუიოლს, ბუსკეტსსა და ვილიას. თუ აღსანიშნავ ფაქტებზე მიდგა საუბარი, მაშინ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "მალიორკა" ძალაინ ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული. მათ შორის გამოსარჩევია ნსუე. ფეხბურთელი, რომელმაც "ნოუ კამპზე" ვიქტორ ვალდესის კარში გოლის გატანა მოახერხა. საბოლოოდ იმ ფაქტსაც მივაქციოთ ყურადღება, რომ "იბეროსტარზე" კატალონიელების მიერ ჩატარებული 8 შეხვედრიდან შვიდში "ბარსამ" შინ 3 ქულით დაბრუნება შეძლო, ხოლო მხოლოდ ერთხელ, 2008/09 წლების სეზონში დამარცხდა. ამ ბოლო ყურადსაღებითი ინფორმაციისთვის კი დიდი მადლობა "ბარსელონას" ოფიციალურ საიტს.
საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვთქვათ, ყველაფერი დღეს საღამოს, ტელეკომპანია "GMG"-ს, ან ვებ–საიტ "Live TV.ge"-ს ლინკების ცქერისას გადაწყდება. ზუსტად 23 საათზე, "მალიორკასა" და სხვა გუდის გულშემატკივრები "რაღაცის" იმედით მიუსხდებიან ცისფერ ეკრანებს, ჩვენ კი ველოდოთ, არც ისე რბილად რომ ვთქვათ, მასპინძლების განადგურებით და ვისიამოვნოთ ფეხბურთით...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]