ხუთიანზე ჩაბარებული 27 შეხვედრა

ხუთიანზე ჩაბარებული 27 შეხვედრა

 

მოგეხსენებათ "ლა ლიგას" ბოლო ტურში კატალონიის "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე მადრიდულ "ხეტაფეს" უმასპინძლა, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდში ქულების გარეშე გაბრუნდა. ამ გამარჯვებით პეპის გუნდმა მოახერხა და უკვე "პრიმერას" ზედიზედ 27–ე მატჩში არ დამარცხდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ კატალონიელებმა 1973/74 წლების რეკორდი დაამხეს. რინუს მიჩელსის "ბარსამ" იმ სეზონში მოახერხა და მიყოლებით 26 შეხვედრაში, არც ერთ მეტოქეს არ მისცა ზეიმის უფლება...

 

"ერკულესთან" გამოცდაში ჩაჭრის შემდეგ პეპის შეგირდებმა ყველაფერი ხუთიანზე ისწავლეს. ხუთიანზე სწავლა კი გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებზეც აისახა. უკვე ზედიზედ 27 შეხვედრაა, რაც "ბარსელონას" არ წაუგია – 24 გამარჯვება და 3 ფრე. ეს შედეგი ვინმეს შესაძლოა ამ გათამაშების ისტორიაში საუკეთესო ეგონოს, თუმცა ვისაც ეს ასე ჰგონია ვეტყვი, რომ 1979/80 წლების სეზონში, "რეალ სოსიედადმა" მოახერხა და მიყოლებით 32 მატჩში არ–დამარცხება მოახერხა.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, "ბარსას" რეკორდი 1973/74 წლებით თარიღდებოდა, როდესაც "რეალ მადრიდთან" ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ გუნდმა 25–ჯერ მოახერხა მატჩში ერთი ქულის აღება მაინც. მაშინ გუნდს სათავეში რინუს მიჩელსი" ედგა. რინუსის გუნდის წაუგებელი სერია "ვისენტე კალდერონზე" შეწყდა. ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც "ბარსას" უკვე ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებია გუნდი ცდილობს, რომ წარუმატებელი თამაშები რაც შეიძლება ნაკლებად ჰქონდეთ მოსაგონებლად. სწორედ ამიტომ 2008/09 წლებში ამ დროისთვის გუნდი მხოლოდ ერთხელ იყო მარცხის მსხვერპლი, ხოლო 6–ჯერ გუნდს ფრემ შეახსენა თავი. შარშან გუნდმა 5–ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო ერთხელაც დამარცხდა. წელს კი ეს შედეგი საგრძნობლად გაუმჯობესებულია – ერთი მარცხი და მხოლოდ სამი ფრე, ანუ 4 ქულით მეტი, ვიდრე შარშან.

 

2010/11 წლების სეზონში კატალონიელები ჯერ მხოლოდ 4–ჯერ არიან დამარცხებულები. ქვეყნის ჩემპიონატში ამის გაკეთება ჯერჯერობით მხოლოდ "ერკულესმა" შეძლო. გუნდი წლის დასაწყისში, ქვეყნის "სუპერ თასის" პირველ შეხვედრაშიც "სევილიასთან" ანგარიშით, 3–1 დამარცხდა, თუმცა განმეორებით შემთხვევაში კატალონიელებმა ანდალუსიელებს 4 გოლიანი საჩუქარი გაუკეთს. გუნდი დამარცხდა "არსენალთანაც", თუმცა ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი როლი საპასუხო მატჩმა ითამაშა. თუ მარცხებზე მიდგა საუბარი, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ "რეალ ბეტისიც", რომლის გახსენებაც არც ისე აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგანაც მწვანე–თეთრ ზოლიან მაისურებში გამოწყობილმა ფეხბურთელებმა "ბარსელონა" მას შემდეგ დაამარცხეს, რაც პირველ შეხვედრაში 5 გოლს გაუსინჯეს გემო.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.