პედროს 33 წელი შეუსრულდა
დღეს "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, პედრო როდრიგესი 33 წლის გახდა.
"ლა მასიას" აღზრდილი 1987 წლის 28 ივლისს, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში დაიბადა, ახალგაზრდული კარიერა კი ადგილობრივ "სან ისიდროში" დაიწყო.
"პედრიტო" კატალონიელთა აკადემიას 2004 წელს შეუერთდა, "ბარსას" პირველ გუნდში კი 2008 წელს, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, აღმოჩნდა, სადაც ესპანელი 2015 წლამდე დარჩა, შემდეგ კი კარიერის გაგრძელება ინგლისში, კერძოდ, "ჩელსიში" გადაწყვიტა, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე აკავშირებს. როგორც ცნობილია, მისი გახანგრძლივება არ განიხილება და პედრო კლუბს შეიცვლის.
როდრიგესმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ყველა შესაძლო ტიტული, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა (3-ჯერ) და ლა ლიგა (5-ჯერ) მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]