"ბარსას" წარუმატებლობის მიზეზი სათადარიგოთა სკამია - ფერერი
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ალბერტ ფერერი FourFourTwo-სთან ინტერვიუში კატალონიური კლუბის სიტუაციას აფასებს.
"ვფიქრობ, რომ კორონავირუსის პანდემიამდე, "ბლაუგრანა" კარგად გამოიყურებოდა. თუმცა, მათ ახლა როტაცია ისე ვეღარ გამოსდით, როგორც ადრე გამოსდიოდათ.
ზოგიერთ შეხვედრაში "ბარსელონას ბ-დან" 6-7 ფეხბურთელი ვიხილეთ, რომლებიც მართლაც ნიჭიერები არიან, თუმცა "ბლაუგრანა" მატჩებს მაინც აგებდა. უმთავრესი მიზეზი, რატომაც "ბარსამ" ლა ლიგის ტიტული დათმო, სათადარიგო სკამის მოუწესრიგებლობაა. განსაკუთრებით, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" დაცვაში უჭირთ.
კიკე სეტიენის ბიჭები ცდილობენ, რომ განსხვავებულად ითამაშონ და არაპროგნოზირებადები იყვნენ. თუმცა, თამაში ყოველ 3 დღეში უწევდათ, რაც ძალიან რთულია.
ასევე, უნდა ვაღიაროთ, რომ მადრიდის "რეალის" ბოლო გარბენი შთამბეჭდავი იყო", - აცხადებს ფერერი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]