ძირითადი გუნდის წევრებს COVID-19 არ დაუდგინდათ - ლისაბონისაკენ გზა ხსნილია
"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" უმძიმესი ჯახი ელის, ნახევარფინალში გასასვლელად კი სწორედ ამ ბარიერის დაძლევაა საჭირო.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუშინ, სავარჯიშო სესიის დაწყებამდე, "ბარსას" პირველი გუნდის ფეხბურთელებმა, რომლებიც ზემოხსენებული მატჩისათვის პორტუგალიაში გაემგზავრებიან, PCR ტესტი ჩაუტარდათ.
შედეგად, აღმოჩნდა, რომ კატალონიური გრანდის ყველა მოთამაშე COVID-19-საგან ჯანმრთელია, ვინაიდან, ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა - ეს კი ნიშნავს, რომ ლისაბონისკენ გზა ხსნილია.
შეგახსენებთ, UEFA-ს პროტოკოლის მიხედვით, გუნდებს სულ მცირე, 13-13 ჯანმრთელი ფეხბურთელი უნდა ჰყავდეთ, რათა შეხვედრა დათქმულ დროს გაიმართოს. "ბარსელონასა" და "ბაიერნის" დაპირისპირება 14 აგვისტოს, თბილისის დროით, 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]