ხორხე მესი: მე არაფერი ვიცი

ხორხე მესი: მე არაფერი ვიცი

დღეს დილით, ხორხე მესი ბარსელონაში ჩაფრინდა. წესით და რიგით, რამდენიმე საათში მასსა და ბართომეუს შორის შეხვედრა უნდა შედგეს. მოლაპარაკება რთული იქნება, რადგან ორივე მხარე ძალიან ჯიუტია და მცირე კომპრომისსაც კი მარცხად მიიჩნევს. იმ დროის განმავლობაში, რაც მესი "ბარსელონაში" თამაშობს, ხან ის თმობდა, ხან ხელმძღვანელობა, ეს დრო წავიდა, ახლა არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებს.

ხორხე მესიმ კი პირველი კომენტარი აეროპორტშივე გააკეთა - "მე არაფერი ვიცი, ბიჭებო." - თქვა ხორხემ, ჩაჯდა ტაქსში და სახლისკენ გაეშურა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბერკეტი აქვს ხორხეს, მესის წარმომადგენლობა უნდა ხვდებოდეს, რომ ბართომეუ არაფრის დიდებით არ მისცემს უფლებას, კონტრაქტის გვერდის ავლით დატოვოს კლუბი, ან ისეთი ფასი დაადოს, რომ მარტივად შეძლოს "სიტიში" გადასვლა.

კორონავირუსი მესის კონტრაქტთან პირდაპირ კავშირშია. ვირუსის გავრცელებამ ყველაფერი შეცვალა, მათ შორის ფეხბურთში, ახლა კი მთავარ დეტალს წარმოადგენს მესის კონტრაქტში. გასარკვევია, ვირუსის გამო გადაიწია თუ არა კონტრაქტში მითითებული თარიღი, რის შემთხვევაშიც, მესის უფასოდ შეეძლო წასვლა.

ლა ლიგამ თავის ვერდიქტი უკვე დადო, გასაკვირი არ არის, რომ "ბარსელონას" მხარე დაიჭირა. მესის წასვლით ლიგა ძალიან ბევრს დაკარგავს, თანაც თუ პრემიერ ლიგაში გადავა, მით უმეტეს, ლა ლიგა და პრემიერ ლიგა, ამ დროისთვის, საფეხბურთო ბაზარზე მთავარი კონკურენტები არიან, მესის გადასვლა დიდი რაოდენობით შემოსავლების დაკარგვას ნიშნავს, როგორც კლუბისთვის, ასევე მთლიანად ლიგისთვისაც.

ლა ლიგამ ეს მარცხი ერთხელ უკვე იწვნია, როდესაც კრიშტიანუ "რეალიდან" წავიდა, ინტერესი საგრძნობლად შემცირდა, მესის წასვლის შემთხვევაში პრემიერ ლიგასთან კონკურენციის შანსი აღარ ექნებათ.

სანამ FIFA და UEFA თავისას იტყვიან, მანამდე საქმე ესპანეთის სასამართლოში გაირჩევა. ალბათ ასე იქნება, იმიტომ, რომ დათმობით, არც ერთი მხარე არ დათმობს.

აღსანიშნია "სიტის" მონაწილეობაც. მათ ერთხელ უკვე შეძლეს შეუძლებელი, როდესაც სამართლებლივად გამართლდნენ და 2 წლიანი ბანი მოეხსნათ, ეს კი მათი დაქირავებული 9 ადვოკატის მეშვეობით მოხდა. ერთი სიტყვით, თუ სამართლებლივად მცირე შესაძლებლობა მაინც იქნება, რომ "სიტიმ" მესის სასარგებლოდ შეცვალოს სიტუაცია, ისინი ამას გამოიყენებენ.

მანამდე კი, ველით შეხვედრას. - წერს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    DyBaLa21
    სტუმარი [?]
    #5 2 სექტემბერი 2020 12:19
    1
    Mecsoul,
    არ დაადოთ, კაი იყო მართლა
    ფანი [?]
    #4 2 სექტემბერი 2020 11:53
    5
    ვინც მესიზე წერთ ცუდს ყველა ხართ სკლეროზით დაავადებული
    Mecsoul
    სტუმარი [?]
    #3 2 სექტემბერი 2020 11:32
    5
    ისემც შენი დედამოვსსტყან (ბანი არ დამადოთ , კარგად დააჯდა)
    davit
    სტუმარი [?]
    #2 2 სექტემბერი 2020 11:29
    4
    გაიშვით მესი... ეს უკვე მაიმუნობას ემსგავსება. კლუბი არ უნდა დადიოდეს ფეხბურთელის ხუშტურებზე
    Anssumane
    სტუმარი [?]
    #1 2 სექტემბერი 2020 11:15
    3
    მალე აეხდება ამ ფარულ ვნებას ფარდა და გამოჩნდება ვინ ცდებოდა და ვინ იყო მართალი