ლეო მესის სამოტივაციო გამონათქვამები

ლეო მესის სამოტივაციო გამონათქვამები

ბოლო პერიოდში "ბარსას" ლეგენდის გარშემო ბევრი ჭორი აგორდა. ახლა უკეთესია, ცოტა ხანს ყურადღება ნეგატიური თემებიდან გადავიტანოთ.

ლიონელ მესი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული. არგენტინელს, მრავალ საფეხბურთო აპექტთან ერთად, საინტერესო გამოთქმებიც ახასიათებს.

გვთავაზობთ ლეოს 14 საუკეთესო ფრაზას, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:

1. საკუთარი ოცნებების ასახდენად ბრძოლა გიწევს, მას ბევრი რამ უნდა შესწირო და მონდომებით იმუშაო.

2. საუკეთესო გადაწყვეტილებას არა გონებით, არამედ ინსტიქტით იღებ.

3. ლომი ცხვრების აზრზე არ დარდობს.

4. თუ რაიმე საკმარისად გიყვარს, ყველაფრის დაძლევა შეგიძლია.

5. ცხოვრებაში, მატჩის მოგებაზე ან წაგებაზე ბევრად მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს.

6. ფული მოტივაციის წყაროს არ წარმოადგენს. მე მოტივაციას თამაში მაძლევს, რომელიც მიყვარს. როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, გადასახადების გადახდა რომ არ მიწევდეს, უფასოდ ვითამაშებდი.

7. ზოგჯერ უნდა შეეგუო, რომ ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ.

8. როცა წელი სტარტს იღებს, მთავარი მიზანია, გუნდმა ყველაფერი მოიგოს, ინდივიდუალური ჯილდოები მეორეხარისხოვანია.

9. ცნობილ ადამიანად ყოფნა საშუალებას მაძლევს, დავეხმარო მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ, განსაკუთრებით ბავშვებს.

10. გოლის გატანა მიყვარს, თუმცა ასევე მიყვარს მეგობრების ყოლა იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც ვთამაშობ.

11. ყოველ წელს ვცდილობ, გავიზარდო როგორც მოთამაშე და მინდა, ერთ დონეზე არ დავრჩე. შეგძლებისდაგვარად, ჩემი თამაშის გაუმჯობესება მსურს. თუმცა, ეს თვისება არ არის რაღაც, რაზეც ვმუშაობ, ეს ჩემი ნაწილია.

12. ვფიქრობ - მუდამ განვითარება, ყოველთვის მეტი მიზნისკენ სწრაფვის სურვილი, თვითკრიტიკის უნარი და კარგისა და ცუდის მიღება - ჩემს წარმატებას განაპირობებს.

13. ჩემს ხასიათში ღრმად იმალება რაღაც, რაც ბურთზე დარტყმასა და გამარჯვებაში მეხმარება.

14. ერთადერთი რამ, რასაც მნიშვნელობას ვანიჭებ, თამაშია. მოედანზე ყოფნით ბავშვობიდან სიამოვნებას ვიღებდი. მწვანე მინდორზე ყოფნისას, ამის გაკეთებას ვცდილობ. ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა თამაშისგან სიამოვნებას ვერ მივიღებ, კარიერას დავასრულებ. ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ ფეხბურთი მიყვარს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    El Guaje
    სტუმარი [?]
    #6 2 სექტემბერი 2020 18:36
    1
    მოედანზე უნდა იყოს მოტივატორი ეგ თხა კაცი ;)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 სექტემბერი 2020 18:10
    0
    დარჩი ბიჭო 3 4 წელი კიდე და წადი მერე თუ გინდა ვენესუელაში
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002
    becool
    სტუმარი [?]
    #4 2 სექტემბერი 2020 17:56
    5
    ციტატა: shu1987
    მეექვსეზეა ნათქვამი ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო... 120 მილიონს იხდის გადასახადს სეზონში ??? ფული როა მოტივაცია და უფასოდ კიარა მისი ხასიათის შესაბამისად დაიწყო ბოლო წლებია თამაში ეტყობა კიდეც მობეზრებული როაქვს და მოტივაცია დაკარგული ზუსტად იმ 126-მილიონიან მოტივაციას რაუთხარი თორე :D მისივე გამონათქვამების და პრინციპების წინააღმდეგ წავიდა ფაქტია.... ბართომეუსთან ჯინიანობით გუნდს აზარალებს , ვერ ხვდება რომ ამით გუნდს უპირისპირდება ... ეგოისტია და ბუტია..ბუტია კიარა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს არავის თვლის საკადრისად რომ კომენტარი გააკეთოს...

    მესი ფულს რასაც იღებს, იმას იმსახურებს. მისი ყოლით ბარსას და ლალიგას ბევრი შემოსავალი შესდის.
    თუ აქ არ გადაუხდიან შეუძლია წავიდეს სხვაგან და იქ მისცემენ .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 სექტემბერი 2020 17:29
    2
    პატარა კონფუცი 😍 😂
    vako
    სტუმარი [?]
    #2 2 სექტემბერი 2020 17:23
    9
    shu1987,
    ხშირსდ არვუყურებ კომენტარებს რა იმიტორო ნერვები მეშლება მაგრამ რამდენჯერაც შწმხვდა კრიტიკა სულ შენ აკრიტიკებ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ეგოსიტს ამკაცს როგორუწოდებ ოქროს ბურთი რომოიგო თა ჩაღუნული იდგა,ან ფულს იღებდა და ართამაშობდაო ესკაცი არიყო 2019 წლის ლაგიგა რომოგვაგებინა და ჩელსისთან და ლივეროულთან რო ჩაუტარა ხალხს? ბოლო 3წელს ვგულისხომბ თორე მესის აღწერა არაა საჭირო დააკვირდი ეხაც რასაკეთებს ხელმძღვანელობა და მესის დააბრალეთ ყველაფერი ,არგამოდის და არლაპარაკობსო აბა დაუფიქრდით რა მ რთულ მდგომარეობაშია ბარსელონაშია ბავშვობიდან და როგორია შეიცვალო ქვეყანა ბავშვებისთვის ხო საერთოდ და ,და ვაკრიტიკოთ ეხა მესი რომელმაც ყველაზე მეტი რამე გვაჩუქა ეგ არაა ნამდვილი ფანობა 15 წუთში რო ზურგს აქცევ ესეთ ადამიანს ან ნებისმიერ ადამიანს მაშინ ვხედავთ ვინაა ნადმვილი გულშემატკივარი
    Culé [?]
    #1 2 სექტემბერი 2020 16:55
    0
    მეექვსეზეა ნათქვამი ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო... 120 მილიონს იხდის გადასახადს სეზონში ??? ფული როა მოტივაცია და უფასოდ კიარა მისი ხასიათის შესაბამისად დაიწყო ბოლო წლებია თამაში ეტყობა კიდეც მობეზრებული როაქვს და მოტივაცია დაკარგული ზუსტად იმ 126-მილიონიან მოტივაციას რაუთხარი თორე :D მისივე გამონათქვამების და პრინციპების წინააღმდეგ წავიდა ფაქტია.... ბართომეუსთან ჯინიანობით გუნდს აზარალებს , ვერ ხვდება რომ ამით გუნდს უპირისპირდება ... ეგოისტია და ბუტია..ბუტია კიარა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს არავის თვლის საკადრისად რომ კომენტარი გააკეთოს...