ინიესტა – პირველად სასტარტო შემადგენლობის მიღმა

ინიესტა – პირველად სასტარტო შემადგენლობის მიღმა

ინიესტა დღეს პირველად აღმოჩნდა სასტარტო შემადგენლობის მიღმა. მასთან ერთად "ნოუ კამპის" მწვანე მინდორზე პირველი წუთებიდანვე არც დავიდ ვილია გამოჩენილა...

 

მოგეხსენებათ 8 მარტს, კატალონიის "ბარსელონა" "ჩემპიონთა ლიგის" მერვედ–ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას "ნოუ კამპზე" მართავს, სადაც არც ისე თბილ დახვედრას ლონდონელ "მეთოფეებს" უმზადებს. ამის გამო კი პეპ გვარდიოლამ დღევანდელ მატჩში რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების უფლება მისცა. მათ შორის ანდრეს ინიესტაცაა, რომელსაც აქამდე არც ერთი "ლა ლიგას" შეხვედრა არ ჰქონდა სათადარიგოთა სკამებიდან დაწყებული. მის ანგარიშზე ორი ათას ორას თერთმეტი წუთია.

 

ანდრეს ინიესტას შემდეგ ყველაზე მეტი დრო მოედანზე ანდალუსიელ შვიდ ნომერს, დავიდ ვილიას აქვს გატარებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პეპმა დღევანდელ შეხვედრაში მასაც მისცა დასვენების უფლება. ამ ყველაფერმა კი საბოლოო შედეგზე არ იმოქმედა და დღევანდელ მატჩში ფავორიტებმაც გაიმარჯვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.