ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

მოგეხსენებათ დღეს, კატალონიის "ბარსელონამ" მოახერხა და "ლა ლიგას" 27–ე ტურში საკუთარ მსხვერპლად ბარსელონაში სტუმრის სტატუსით ჩამოსული ხავიერ აგირეს "რეალ სარაგოსა" აქცია. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ტრადიციულად ჟურნალისტებთან ჩატარებულ მატჩზე ესაუბრნენ...

 

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გაბი მილიტომ, მაშერანომ, მაქსველმა, პედრომ, და ვიქტორ ვალდესმა ისაუბრეს, რომელთა მიერ გაკეთებული განცხადებებიც კატალონიური კლუბის ოფიციალურ საიტზეც გამოქვეყნდა.

 

ხავიერ მაშერანო: "შეხვედრა რთული გამოდგა, რადგანაც "სარაგოსას" მხრიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი საკუთარი კარის დაცვით იყო დაკავებული. საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვეთ და კვლავ გავზარდეთ სხვაობა. ახლა ჩვენ კვირის მატჩს ველით და სამშაბათს გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ვფიქრობთ."

 

"ახლა მთავარია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ბოსმა გადაწყვიტა, რომ როტაციისთვის მიემართა. ყველაფერი კარგად დასრულდა და ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა ფეხბურთელები უფრო დასვენებულები შეხვდებიან "ჩემპიონთა ლიგის" მატჩს."

 

მაქსველი: "ჩვენ გავიმარჯვეთ ძალიან მნიშვნელოვან მატჩში იმ გუნდის წინააღდეგ, რომელიც თავს ასე იცავდა."

 

"მე კარგად ვარ, მაგრამ კოჭის არეში ძლიერი დარტყმა მივიღე."

 

"ჩვენ ვიცით, რომ მწვრთნელს ტკივილები აწუხებს, მაგრამ მას ჩვენთან ყოფნა სურს. ვიმედოვნებთ, რომ იგი მალე გამოჯანმრთელდება."

 

პედრო როდრიგესი: "ჩვენ ვიცოდით, რომ შეხვედრის ჩაგდება არ შეგვეძლო და გუნდმაც კარგად ითამაშა."

 

"პირველ ტაიმში გატანილი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჩვენ ბედნიერები ვართ მოპოვებული გამარჯვებით."

 

"სამშაბათის შეხვედრა ძალიან რთული იქნება. მე ვიმედოვნებ, რომ გუნდის დახმარებას გავაგრძელებ."

 

გაბი მილიტო: "გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ 3 ქულის მოპოვება თავისუფლად არ შეგვეძლო, რაც მატჩამდეც ვივარაუდეთ და რაც იმაზეც მეტყველებს, რომ მატჩის დასრულებამდე სხვაობა მხოლოდ ერთი გოლი იყო."

 

ვიქტორ ვალდესი: "მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და გამარჯვებითაც ძალიან გახარებული ვარ."

 

"ჩვენ მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ "სარაგოსა" ხიფათს მაინც ქმნიდა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.