ბურთის 80%-იანი ფლობა

ბურთის 80%-იანი ფლობა

 

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ლა ლიგას" 27–ე ტურში "რეალ სარაგოსა" მიიღო და შინ ნული ქულით გაუშვა. ამაში კი დიდი როლი იმასაც მიუძღვის, რომ კატალონიელების ბურთის ფლობა 80%–ს შეადგენდა...

 

- 57–ე წუთიდან "ბარსას" ფეხბურთელებმა თამაშიდან ბურთი 46–ჯერ მოიპოვეს, ხოლო ხავიერ აგირეს შეგირდებმა მხოლოდ და მხოლოდ 11–ჯერ.

 

- პირველ ტაიმში მასპინძელთა ბურთის ფლობა 81%–ს შეადგენდა, ხოლო მეორე ნახევარში 79%–ს.

 

- კატალონიელებმა მთელი მატჩის განმავლობაში 961 პასის გაკეთება მოასწრეს, ხოლო სტუმრებმა ერთმანეთს ბურთი მხოლოდ 257–ჯერ გადასცეს. ჩავი ამ კუთხით კვლავ ლიდერია. მის ანგარიშზე 165 პასია.

 

- გვარდიოლას ფეხბურთელებმა დობლასის კარის შეწუხება 22–ჯერ მოახერხეს, რაც "სარაგოსას" ფეხბურთელების მიერ შესრულებული დარტყმების რაოდენობაზე 19–ით მეტია.

 

- ბურთების ართმევის მხრივ, პირველ ადგილზე მილიტო (14) გავიდა. მის შემდეგ კი 13 ართმეული ბურთით ხავიერ მაშერანო მოდის.

 

- ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ანდრეს ინიესტამ "ლა ლიგას" შეხვედრა სათადარიგოთა სკამებიდან დაიწყო. ანდრესი და პედრო არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც ყველა შეხვედრაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

 

- კეიტამ ამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა. მისი პირველი მსხვერპლი "ატლეტიკ ბილბაო" გახლდათ.

 

- "მოლინიონზე" დაფიქსირებული ფრის შემდეგ, "ბარსამ" ზედიზედ 4–ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. მათ დამწუხრებულები "ატლეტიკ ბილბაო", "მალიორკა", "ვალენსია" და "სარაგოსა" დატოვეს.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.