"ბარსელონა" – "ატლეტიკო". ვილანოვა მატჩის შემდეგ

"ბარსელონა" – "ატლეტიკო". ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

"ბარსელონამ" უახლოესი მდევარი დაამარცხა და მეორე ადგილოსან მადრიდის "ატლეტიკოს" 9 ქულით გაუსწრო. მადრიდის "რეალი" კი კატალონიელებს უკვე 13 ქულით ჩამორჩება. ტიტო ვილანოვამ მატჩის შემდეგ პრეს–კონფერენციაზე უპირატესობაზე ისაუბრა: "ჩვენ ძალიან ბევრი ქულა დავაგროვეთ, თუმცა ეს ადვილი არ ყოფილა. ჩვენ ბევრი ისეთი შეხვედრა მოვიგეთ, სადაც ვაგებდით, თუმცა მომავალში შეიძლება ეს აღარ მოხდეს. ლა ლიგია ადვილი არ არის".

 

"ბარსელონას" თავკაცმა ჟურნალისტებს შეახსენა: "ჩემს პირველ სეზონში (2008/09) "რეალს" 12 ქულით ვუსწრებდით, თუმცა ტიტულის გასანაღდებლად "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოსაგებად ჩასვლა დაგვჭირდა. ახლა ერთი გუნდი 9 ქულით უკანაა. მე არ ვფიქრობ, რომ ტიტული ჩვენია ან დაკარგულია. თუკი გუნდი იმდენ ქულას დააგროვებს, რომ ჩვენ გადაგვასწრებს, მაშინ დამსახურებული იქნება მისთვის ჩემპიონობა".

 

ადრიანოს გოლი გადამწყვეტი იყო

 

მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეხვედრაზე მწვრთნელმა განაცხადა: "ადრიანოს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენთვის რთული იყო მეტოქის დაცვაში შეღწევა, რადგან "ატლეტიკო" დიდებულად თამაშობდა". ბრაზილიელ მცველზე ვილანოვამ განაცხადა: "ის უმაღლესს დონეზე თამაშობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის თავს კარგად გრძნობს. მან გაიარა პროგრამა, რათა კარგ ფორმაში ყოფილიყო და ამან მასზე კარგად იმოქმედა. მისი პროგრესი ფანტასტიკურია".

 

გართულებული შემადგენლობა

 

ვილანოვა აღიარებს, რომ მოთამაშეები მას ძალიან ურთულებენ ძირითადი 11–ეულის დაყენებას: "სასტარტო შემადგენლობის დასახელება ადვილი არაა. მე ვფიქრობდი, რომ ის შემადგენლობა, რომელიც დავაყენე კარგად ითამაშებდა და ვილიას მეორე ტაიმში მივცემდი შანსს. მესმის, რომ დავიდისთვის ეს ადვილი არაა, თუმცა ჩვენ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, ალვესი და მასკერანო შეხვედრას ასევე სათადარიგო სკამიდან უყურებდნენ...".

 

ბოლოს მწვრთნელმა გამორჩეული მოთამაშე, სერხიო ბუსკეტსი შეაქო: "ადვილია სხვა ფეხბურთელზე ყურადღების გამახვილება. მისი სამუშაო შესანიშნავი იყო. ის მის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა და მას მხოლოდ გაუმჯობესება შეუძლია".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.